არჩევნები 2024

ოცნებას 53.92% აქვს, 4 ოპოზიციურ პარტიას 37.786% - ცესკოს წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, უბნების 99.968%-ის დათვლის შემდეგ, ქართულ ოცნებას ხმების 53.92% აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პარტიას ჯამში - 37.786%.

ცესკოს ვებგვერდის მიხედვით, ქართულ ოცნებას ხმა 1 118 838-მა ამომრჩეველმა მისცა (53.92%), კოალიციას ცვლილებებისთვიის (ახალი-გირჩი-დროა) - 229 006-მა მოქალაქემ (11.037%), ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას 210 895 ხმა აქვს (10.164%), ძლიერ საქართველოს (ლელო-მოქალაქეები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) - 182 891 ხმა (8.814%), ხოლო გიორგი გახარიას პარტიას - 161 250 ხმა (7.771%). 

ცესკოს ცნობით, 3111 უბნიდან, დათვლილია 3110 უბნის მონაცემები.

ცნობისთვის, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრისპროცესისას გამოვლენილი დარღვევების გამო, მარნეულში 69-ე საარჩევნო უბანი დაიხურა

 

კომენტარები