ქართულმა ოცნებამ, სამთავრობო ტელევიზია იმედის გამოქვეყნებული ეგზიტპოლები იზეიმა.
ორგანიზაცია GORBI-ს Gorbi ახალს 12.1%-ს უწერს, ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას - 11.6%-ს, ლელოს - 7%-ს, გახარიას პარტიას კი - 4.8 %-ს.
შედეგების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების გორგასლის ოფისშში შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა.
"იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელ მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს.
ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი.
გარწმუნებთ და ვარწმუნებთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს - გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ საზოგადოება ჩვენი არ არის არცერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება გარწმუნებთ, სწორედ ამ შეგნებით, სწორედ იმ გაგებით, რომ ვის უნდა მისცენ ხმა და საით უნდა წაიყვანონ ქეყანა - აი, ეს არის გადამწყვეტი.
გარწმუნებთ, რომ უახლოეს 4 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს და კიდევ 4 წელიწადში, საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ის, რომ ჩვენ რეიტინგებით ვედრებით ვიღაცებს დღეს.
ჩვენი მხრივ, ქართული ოცნება აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას - გუნდი, რომელიც დღეს წარმოდგენილი არიან ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია
დავიწყებ პრემიერმინისტრით, სანთლით საძებარი კაცია - განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს.
ერთი რამ იცოდეთ, მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, რომ საუკეთესო შედეგები მიიღოს საქართველომ, გუნდი ამას არ დააკლებს.
არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა - აი, ამას გპირდებით მარტივად.
პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს, სამწუხაროდ და ეს სიტყვაც უნდა ვიხმაროთ.
როგორი მინისტრები, როგორი შედეგები გვაქვს, გაოცებულები არიან უცხოელი წარმომადგენლები ჩვენი შედეგებით, რაც ჩვენ მივიღეთ ბოლო წლებში.
ეს ის ხალხია, ვინც თქვენს სამსახურში ჩადგება და თქვენს ინტერესებს გაატარებს და არა ის, მე იმათზე აღარ ვისაუბრებ, ვინც ცდილობს, რომ ვიღაცის დაკვეთებზე საქართველო წაიყვანოს". - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისთის, ასევე გამოქვეყნდა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის ეგზიტპოლების შედეგები
Edison Reasearch-ის ეგზიტპოლების მიხედვით:
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 40.9%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 16.7%
- კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16.7%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10.3%
- გახარია - საქართველოსთვის - 8.2%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.3%
- ლეიბორისტული პარტია - 2%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 2%
- სხვა პარტიები - 0.9%
ეგზიტპოლი Edison Research-ს TV ფორმულამ დაუკვეთა - მათივე ცნობით, გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.





