სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის დედაქალაქ თეირანში, სულ მცირე, 5 აფეთქების ხმა იყო. ამასთანავე, გამოცემა Times of Israel-ის სამხედრო კორესპონდენტის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ირანზე დარტყმები მიიტანეს.
თეირანში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ასევე ირანული მედიაც ადასტურებს. ამ დროისთვის აღნიშნულ ცნობაზე დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.





