ლიბანის არმიამ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანის ერთ-ერთ სოფელზე ისრაელის იერიშის შედეგად მათი სამი სამხედრო დაიღუპა.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს, შემთხვევით დაარტყეს თუ არა ლიბანელ ჯარისკაცებს იმ შენობაზე იერიშის მიტანის დროს, რომელსაც, მათი თქმით, დადასტურებულად ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა.
"IDF განმარტავს, რომ მისი განზრახვა არ არის, ლიბანელი ჯარისკაცებისთვის ზიანის მიყენება და რომ იგი მხოლოდ ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ იბრძვის". - წერია IDF-ის განცხადებაში.
ლიბანის არმიაში განაცხადეს, რომ მათი ჯარისკაცები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც სამხრეთ ლიბანში ერთ-ერთი სოფლიდან დაჭრილ ადამიანებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ. უსაფრთხოების წყაროს ცნობით, ისინი დაახლოებით დილის 4:15 საათზე დაიღუპნენ.





