ფინანსური პოლიცია

TV იმედის მტკიცებით, ჩხრეკები ქოლცენტრების საქმეზე მიმდინარეობს და კეზერაშვილს უკავშირდება

დავით კეზერაშვილი

როგორც სამთავრობო ტელევიზიის გავრცელებულ მასალაში წერია, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ხოლო ქოლცენტრების უკან დავით კეზერაშვილი დგას. 

ცოტა ხნის წინ, Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები გაჩხრიკეს.  ატლანტიკური საბჭო 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ცენტრია, ხოლო ბუზიაშვილი და გელავა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზაცია "ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის" მკვლევრები არიან.

ამასთან ერთად, სთენდაფერი ონისე ცხადაძე Facebook-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფინანსურმა პოლიციამ გაჩხრიკა ფართი, რომელიც მას და მის ძმას აქვთ ნაქირავები. მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის ლეპტოპი და ტელეფონი. ცხადაძე მუშაობს კომპანია Concentrix-ში, რომელიც კალიფორნიაში დაარსებული ბიზნეს პროცესების მართვის კომპანიაა და საერთაშორისო ბრენდებს უწევს კონსულტაციას. კომპანიას 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში აქვს ოფისი.

კიდევ ერთი პირი, ვისი სახლიც გაჩხრიკეს არის ვალერი ტყეშელაშვილი, რომელიც Mercatus Capital-ის დამფუძნებელია და საქართველოში დროებით არის ჩამოსული.

კომენტარები