ფინანსური პოლიცია Mercatus Capital-ის დამფუძნებლის, ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლსაც ჩხრეკს, რომლის განცხადებითაც, ამის ერთადერთი მიზეზი მისი ოჯახის ოპოზიციური განწყობა შეიძლება იყოს, რადგან მას ე.წ. ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
როგორც ტყეშელაშვილი ამბობს, ჯერ უბნის ინსპეტქტორები ესტუმრნენ, შემდეგ კი ფინანსური პოლიცია, რომელთაც განუცხადეს, რომ ეჭვი აქვთ, რომ "ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საქმიანობას ვეწევი, ადამიანი, რომელიც ბოლო 10 წელია საქართველოში არ ვიმყოფებოდი".
ტყეშელაშვილის თქმით, მათ არანაირი განჩინება არ უჩვენებიათ, მხოლოდ დადგენილება.
"რისი მიღწევაც უნდათ არის, რომ დააშინონ ხალხი.[...]
ჩვენი ოჯახი არ არის ქოცების მხარდამჭერი, არც არასდროს ყოფილა, ყველამ კარგად იცის ჩვენს ქუჩაზე, ქალაქი ქუთაისი". - გვიყვება ტყეშელაშვილი პირდაპირ ეთერში.
სახლიდან ამოიღეს მოქალაქის მშობლების ლეპტოპი და ტელეფონები.
დღეს, 24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია ასევე შევიდა Atlantic Council-ის მკვლევარის ეთო ბუზიაშვილის სახლშიც. დილის საათებში პარტია ფედერალისტების წევრის, გიორგი ნონიაშვილის სახლიდანაც ამოიღეს ტექნიკა: "ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა". - წერს ნონიაშვილი.





