ჩვენ არ გვქონია პრობლემები [აშშ-სთან], რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არაასპროცენტიანი თანხვედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ხო? ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას.
მე ვფიქრობ, ომის დასრულებისთანავე და პარალელურ რეჟიმში შევეცდებით... სულ გვქონდა მცდელობა, ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის, მუდამ, ამას თუნდაც ჩვენი ყოფილი გუნდის წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას, მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე რაღაც საოცრად ხისტი დამოკიდებულება მაქვს.
არა, ღმერთმა დამიფაროს, ჩვენ, ქართველები... გენეტიკური გამოცდილება გვაქვს, ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობდით და ჩვენ ვიცით, ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყანა დავანგრიოთ და დავშალოთ, ასე არ გამოვა.
მცდელობები ჩვენ გვქონდა და მე ამით გამოვირჩეოდი და ყოფილი გუნდის წევრებს შეუძლიათ, ეს კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ.
იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად და თანავე და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, ეს ძალიან, უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად.
მაგრამ ვიმეორებ, ეიფორია ნუ გვექნება, ამას სჭირდება
ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველო ამას ვერ იზამს და ამავდროულად, ჩვენი ოცნება და სურვილი თანხვედრაში უნდა მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რისი იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს, ან გაზაფხულზე დასრულდეს, ასეთი იმედები არსებობს და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ.