ამ ვიზიტსაც შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა, ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს ეხებოდა და არა გამოგონილს, როგორც წინა ადმინისტრაციის დროს გვქონდა. [...]
ნახეთ, რომ ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა ეს ვიზიტი და ეს გვაძლევს ჩვენ იმ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება და არა რაღაც გამოგონილ, ყალბ, ცრუ იდეალებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს და იგონებენ იმისთვის, რომ პატარა ქვეყნებს თავს მოახვიონ და დაიმორჩილონ.
იმედით ვუყურებთ ამ ვიზიტის შედეგსაც, მეორე მხრივ, ჩვენ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გზაზე, ყოველ შემთხვევაში მოწადინებული ვართ, დანარჩენი აშშ-ს ადმინისტრაციის ხელშია.
აშშ-საქართველო
პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით





