აშშ-საქართველო

რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა

Boeing C-17 Globemaster III

რადიო თავისუფლება Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს სამხედრო-სატვირთო Boeing C-17 Globemaster III ტიპის თვითმფრინავი დაეშვა და აეროპორტი მალე დატოვა.

გამოცემის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი თბილისში გერმანიის ქალაქ რამშტაინიდან დაახლოებით 15:30 ჩამოფრინდა, ხოლო აეროპორტი 16:03-ზე დატოვა. ჯერჯერობით დაშვების მიზეზი უცნობია.

რადიო თავისუფლების ცნობით, თბილისის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ Flightradar24-ზე ჩანდა, რომ თვითმფრინავმა სომხეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა და თურქეთის ტერიტორიაზე შევიდა, რის შემდეგაც Flightradar24-ის რადარიდან გაქრა.

C-17 Globemaster III ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები სამხედრო ტექნიკის გადაზიდვის, ჯარისკაცების ტრანსპორტირებისა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით გამოიყენება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის დეკემბერ-თებერვალში თბილისში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი ერთ კვირაში ორჯერ დაჯდა.

კომენტარები