რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

BILD: კიმ ჩენ ინმა რუსეთში ელიტური სპეცქვედანაყოფის მებრძოლები გაგზავნა

ჩრდილოეთკორეელი მებრძოლები

კიმ ჩენ ინმა რუსეთში ელიტური სპეცქვედანაყოფის მებრძოლები გაგზავნა. ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.

მედია წერს, რომ სამხრეთკორეული დაზვერვის ინფორმაციით სექტემბრის დასაწყისში ფხენიანმა რუსეთში 1500-მდე მებრძოლი გაგზავნა.

თანამგზავრებმა რუსეთის 4 სადესანტო გემი და 3 ფრეგატი დააფიქსირეს, რომლებითაც ჩრდილოეთკორეელი სამხედროები ვლადივოსტოკში ჩავიდნენ.

გარდა ამისა, ვლადივოსტოკსა და ფხენიანს შორის გაიზარდა სამხედრო თვითმფრინავების რეისების რაოდენობა. დაზვერვის აზრით, თვითმფრინავების მგზავრები ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები არიან. 

იმავე სტატიაში წერია, რომ კორეელ მებრძოლებს ყალბი რუსული პასპორტები მისცეს. ყალბი დოკუმენტების მიხედვით ისინი რუსეთის ფედერაციაში მყოფი რეგიონების ბურიატიისა და იაკუტიის მაცხოვრებლები არიან.

გაგზავნილი ჯარისკაცები ელიტური ქვედანაყოფის წევრები არიან, რომლებსაც "მებრძოლ მონებს" ეძახიან. ისინი გარე სამყაროსგან მოწყვეტილები, ინფორმაციულ ვაკუუმში იზრდებიან. 

 

კომენტარები