ბულინგი და ადამიანების მიწასთან გასწორება არის ე.წ. "პროევროპული ნაციონალური მოძრაობის", ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელწერა [...] რაც შეეხება, ლაზერს ანათებდნენ თუ პროტესტის სხვა ფორმას გამოხატავდნენ, ეს არის გამოხატვის უფლება.
tbl.ge/6xsx
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუშინ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე, სცენაზე გამომსვლელების ნაწილს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს სახეში ლაზერს ანათებდნენ. აქციის მონაწილემ და სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ გეგუჩაძემ Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ლაზერებს თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო მონოგრაფში შეკრებილი პირები ანათებდნენ.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




