თბილისში პარტია ფედერალისტების დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. როგორც პარტიის წევრების საერთო მიმართვიდან ვიგებთ, ფედერალისტების მიზანია დააფუძნონ სახელმწიფო მართვის ისეთი მოდელი, რომელიც აკავებს და აწონასწორებს მმართველ რგოლებს, როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად.
"ჩვენი, ფედერალისტების ხედვა ამოდის იმ პრინციპიდან, რომ ადამიანი ნაკლოვანი არსებაა, მას შეიძლება შეეშინდეს, დაეზაროს, დაავიწყდეს, დახარბდეს, ან კიდევ უარესი, მოიპაროს, იძალადოს, მოკლას.
იმისათვის, რომ მილიონობით ნამლოვანმა ადამიანმა უსაფრთხო და სამართლიანი საზოგადოება შევქმნათ, საჭიროა დავაფუძნოთ სახელმწიფო მართვის ისეთი მოდელი, რომელიც აკავებს და აწონასწორებს მმართველ რგოლებს, როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად. სახელწმიფოს ასეთი მოწყობა, ასეთი მოდელი არის რესპუბლიკა" - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის თავმჯდომარედ ყრილობაზე გიგა ბოკერია აირჩიეს.





