რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი: გავანადგურეთ 100-ზე მეტი უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 20 ოქტომბრის ღამეს საჰაერო ძალებმა 100-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში წერია ყველაზე მეტი 43 დრონი ჩამოგდებულია კურსკის ოლქის თავზე.

საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობდა ასევე მოსკოვის, ლიპეცკის, ორლოვის, ნიჟეგოროდის, ბელგოროდისა და ბრაინსკის ოლქებშიც.

იერიშის შედეგად დაზიანებულია ნიჟეგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკიში მდებარე ფეთქებადი ნივთიერებების მწარმოებელი ქარხანა.

კომენტარები