ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ კიდევ რამდენიმე ადამიანი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ცდილობს.
"ქართული ოცნება ზუგდიდსა და მთელ სამეგრელოში ტოტალურად ცდილობს პირადობის მოწმობების ამოღებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები არიან. დღეს მე ამ ადამიანებს დავასახელებ: სოფელ ოქტომბერში, აფხაზეთის პოლიციის მაღალჩინოსანი და ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ნათლული, ზაალ გეგეჭკორი; სოფელ ოქტომბრის რწმუნებული, პავლე გეგეჭკორი; ქართული ოცნების აქტივისტები, ცოლ-ქმარი, ასმათ უბილავა და დავით ქირია, რომლებიც სოფელ ოქტომბერში ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს მიუვარდნენ და მათგან პირადობის მოწმობების ამოღებას ცდილობდნენ. ამ ადამიანმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ პირადობები არ მისცეს, რის შემდეგაც ზაალ გეგეჭკორი მათ დაემუქრა და უთხრა, რომ პასუხს აგებდნენ და მათ გაუსწორდებოდა იმის გამო, რომ პირადობის მოწმობები არ გადასცეს.
ასევე, ვასახელებ: სოფელ რიყის რწმუნებულს, გიორგი ჯოჯუას, რომელიც პირადობის მოწმობების ამოღებას ცდილობს იმ ადგილობრივებისგან, ვისზეც იცის, რომ ოპოზიციურად განწყობილია. გარდა ამისა, ის კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებს ემუქრება იმით, რომ თუ ისინი ხმას ქართულ ოცნებას არ მისცემენ ან მათ პირადობის მოწმობებებს არ გადასცემენ, სამსახურს დაატოვებინებს". - თქვა წითლიძემ.
წითლიძის განცხადებით, მის მიერ ჩამოთვლილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ, მათ შორის, აუდიო ჩანაწერები, ეს ადამიანები როგორ ცდილობენ, მოქალაქეებს პირადობის მოწმობები წაართვან. წითლიძე ამბობს, რომ ამ მტკიცებულებებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს გადასცემენ.
-
წითლიძე იმ პირებს ასახელებს, ვინც, მისი თქმით, სამეგრელოში ხალხს პირადობებს ართმევს
-
წითლიძე: ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს პირადობებს ართმევენ
-
წითლიძე: ზუგდიდში, ქართულმა ოცნებამ დახმარება ე.წ. კანონიერ ქურდებს სთხოვა
-
წითლიძე: ენგურჰესის დირექტორი რუსებს ესაუბრება, რომ საარჩევნოდ ენგურის ხიდი დაიკეტოს





