ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები ზუგდიში, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. წითლიძე კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც ასახელებს.
"ქართულმა ოცნებამ, რომელმაც იცის, რომ ზუგდიდში, სამეგრელოსა და მთელ საქართველოში არჩევნები ტოტალურად წაგებული აქვს, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესი დაიწყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი არიან [...]
ვასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც ზუგდიდში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში უშუალოდ მონაწილეობენ. ესენი არიან: ოთარ კოდუა - ქართული ოცნების დელეგატის, დავით კოდუას მამა, რომელსაც ზუგდიდის მთელი დაბალი ზონა აქვს ჩაბარებული და პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მუშაობს [...] ასევე, თაზო ფაცაცია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს წევრია [...] ზაალ და პეტრე გეგეჭკორები [...] აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლები: ზაზა გოგუა და თემურ ბოკუჩავა, რომლებსაც პირადობის მოწმობების ჩამორთმევის დავალება აქვთ მიღებული". - თქვა წითლიძემ.
ანა წითლიძე ამბობს, რომ ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ.