არჩევნები 2024

წითლიძე იმ პირებს ასახელებს, ვინც, მისი თქმით, სამეგრელოში ხალხს პირადობებს ართმევს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ის ადამიანები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, ზუგდიდსა და სენაკში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან ჩართულები. 

"სენაკში ე.წ. ძალოვანების შტაბი მოქმედებს, რომელიც დაკავებულია პირადობის მოწმობების ჩამორთმევით და ამას სამხარეო პოლიციის უფროსი, გიგა ზესაშვილი ხელმძღვანელობს. ასევე, სენაკში პირადობების ჩამორთმევის ორგანიზებაში მხილებული არიან: სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბადრი გოგინავა; სოფელ ნოსირის ქვეგანყოფილების უფროსი, ბუთხუზ სირია; სოფელ ზანას განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა. გარდა ამისა, მერიისა და აიპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია; მონიკა ვასილევი; სოსო მატახელია; დავით საჯაია და თორნიკე ჯიჯეიშვილი.

ზუგდიდში კი პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ორგანიზებას უწევს ე.წ. "ტყის ძმების" მეთაური, დავით შენგელია. ასევე: პოლიციის თანამშრომელი, გია ყალიჩავა; ქართული ოცნების აქტივისტი, გიზო ვეკუა; შსს-ს თანამშრომელი, ირაკლი ჯიქია და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ლაშა ვეკუა". - თქვა წითლიძემ.

ანა წითლიძე ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მის მიერ დასახელებული ადამიანების წინააღმდეგ შესაბამისი მტკიცებულებები მოპოვებული აქვთ, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ.

კომენტარები