ოკუპირებული ტერიტორიები

ზახაროვა: "ოცნების" ინიციატივა მოუბოდიშოს ცხინვალს კონფლიქტის დარეგულირების იმედს იძლევა

ТАСС

16 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ილაპარაკა.

"საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით განიხილება.

ჩვენი საერთო პრიორიტეტები ჩვენს აფხაზ და სამხრეთ ოს მოკავშირეებთან უცვლელი რჩება. ეს არის თბილისის მხრიდან ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელშეკრულება, ასევე ამ რესპუბლიკებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება. რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის მიმართ მხარეების მიდგომებში დარჩენილი ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით ამ საკითხებში პროგრესზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია". – თქვა ზახაროვამ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივა მოუხადოს ბოდიში "სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისთვის, გარკვეულ იმედებს იძლევა".

ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ სოხუმი და ცხინვალიც მზად არიან "გადაფურცლონ ტრაგიკული ფურცელი საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიაში":

"ჩვენ გვესმის, რომ არც საქართველოში, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში არავის არაფერი დაავიწყდება. მაგრამ ერთია მეხსიერების არდავიწყება და შენახვა, მეორეა წინსვლა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და იმ წინააღმდეგობების დასაძლევად, რომლებიც მძევლად სააკაშვილმა აიყვანა". 

სპიკერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი "სასიცოცხლოდ" დაინტერესებულია ამ "სახელმწიფოებს" შორის ურთიერთობების ნორმალიზებით.

კომენტარები