რაც შეეხება ჩვენი კონსტიტუციური მოწყობის გადახედვას, ეს მოხდა კონსტიტუციის დარღვევით მაშინ, როცა შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი და მას არ ჩაუვლია უკვალოდ. ამ ღალატს ენიჭებოდა მნიშვნელოვანი როლი იმ ჯაჭვში, რომელმაც საბოლოოდ მოიტანა ცხინვალის რეგიონის, სამაჩაბლოს ოკუპაცია. ეს იყო მიზანმიმართული ქმედებები და მათ შორის, ერთ-ერთი იყო სააკაშვილის რეჟიმის წახალისებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს. ამას დაემატა კანონის მიღება, პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა, პირდაპირ ასე უწოდებდნენ და დღემდე ასე ეწოდებოდა. მათ აღადგინეს ის სახელწოდება და საზღვრები, რომლებიც 1990 წლიდან გაუქმდა.
[...] ფაქტობრივად, ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭეს სეპარატისტულ მთავრობას მაშინ და ამან გაადვილა ის პროცესები, რამაც საბოლოოდ ჩვენი ისტორიული მხარის ოკუპაცია. ეს იყო ღალატი. ამ ღალატს, რა თქმა უნდა, სჭირდება შემობრუნება და დაუშვებელია, რომ ღალატი რაც იყო, ის დაგვრჩეს კანონმდებლობაში. [...] კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენი კანონმდებლობა და სინამდვილე და სწორედ ამას უკავშირდება ეს უპირობო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს უახლოს მომავალში პარლამენტმა.





