ლარის კურსი

$64.9 მილიონის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

სავალუტო რეზერვებიდან კიდევ $64.9 მილიონის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან 1.31 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.75 თეთრით. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7143 ლარია, ერთი ევროსი - 2.9567 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.98 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 282 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 113.4 მილიონი დოლარი მხოლოდ ოქტომბრის თვეში.

კომენტარები