გიორგი გახარია

გახარია: სამარცხვინოა, ივანიშვილი ლაპარაკობს როგორ ებრძვის კორუფციას, კალაძე უკრავს ტაშს

მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებმა არჩევნების მიზნებისთვის სცენიდან ბევრი რამე თქვან, ამას ვერავინ აუკრძალავს. შენ უნდა იარო ყველა მუნიციპალიტეტში და ჩვეულებრივად იმათხოვრო ხმები, რაც ახლა ხდება, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც, რაც იმ ადამინებს ახსოვთ. როგორ შეიძლება დღეს ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდეს კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გვერდით კახა კალაძე უკრავდეს ტაშს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. [...] მე კორუფციას ვებრძოდი ყოველთვის, ყოველდღიურად, მათ შორის, კალაძის შემთხვევაშიც და სხვების შემთხვევებშიც. დღეს კორუფცია ინსტრუმენტი გახდა ძალაუფლების შენარჩუნების.

თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში.

"არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტებს, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ". - თქვა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო რეგიონულ შეხვედრაზე.

კომენტარები