კანადა-ინდოეთი

2023 წელს სიქი ლიდერის მკვლელობის გამო კანადამ ქვეყნიდან ინდოეთის 6 დიპლომატი გააძევა

კანადის პრემიერი, ჯასტინ ტრუდო და ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი დიდი ოცეულის სამიტზე, ნიუ-დელი, 2023 წლის 10 სექტემბერი.
Sean Kilpatrick/The Canadian Press via AP

კანადამ ქვეყნიდან ექვსი ინდოელი დიპლომატი გააძევა, მათ შორის, ინდოეთის მთავარი წარმომადგენელიც, რასაც თანამეგობრობის ქვეყნებში "უმაღლეს კომისარს" უწოდებენ. 

ქვეყნიდან გაძევების მიზეზი კანადაში სიქი სეპარატისტი ლიდერის, ჰარდიპ სინგ ნიჯარის 2023 წლის მკვლელობასთან მკვლელობასთან და კანადაში მცხოვრები ინდოელი დისიდენტების დევნასთან არის დაკავშირებული.

ინდოეთმა განაცხადა, რომ კანადიდან დიპლომატებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იწვევდა.

ასევე, ინდოეთის ხელისუფლებამაც ქვეყნიდან კანადის უმაღლესი კომისარი და მასთან ერთად კიდევ ხუთი დიპლომატი გააძევა.

თანამეგობრობის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2023 წელს დაიძაბა. კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ არსებობს მტკიცებულება, რაც კანადაში მცხოვრები სიქი ლიდერის მკვლელობაში ინდოელი აგენტების როლი იკვეთება. 

"[გვაქვს] აშკარა მტკიცებულება, რომ ინდოეთის მთავრობის აგენტები ჩართულები იყვნენ და აგრძელებენ ისეთ აქტივობებში ჩართულობას, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას" – თქვა ტრუდომ.

კანადის პრემიერმინისტრმა დააკონკრეტა, რომ ეს აქტივობები გულისხმობს საიდუმლო ინფორმაციის მოგროვებას, ეთნიკურად სამხრეთ აზიელი კანადელების დაშინებასა და მათ მიმართ ძალადობას.

კომენტარები