დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

სეული: თუ ჩრდ. კორეა ჩვენს ხალხს საფრთხეს შეუქმნის, ეს დღე მათი რეჟიმის დასასრული იქნება

სამხრეთ კორესი საზღვაო ქვეითები წვრთნებზე, 2023 წლის 29 მარტი
REUTERS/Kim Hong-Ji

ჩრდილოეთ კორეის მიერ საზღვართან არტილერიის საბრძოლო მზადყოფნაში გადაყვანის ფონზე სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ მათ მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნიან, კიმ ჩენ ინის რეჟიმს დაასრულებენ.

"ცხადად ვაფრთხილებთ, თუ ჩრდილოეთ კორეა ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, ეს დღე ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის დასასრული იქნება." - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფხენიანის ქმედებებს გმობს. 

ჩრდილოეთ კორეის გენერალურმა შტაბმა სამხრეთ კორეის საზღვართან განლაგებული სამხედრო არტილერია საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა მას შემდეგ, რაც 11 ოქტომბერს ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები შეფრინდნენ.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა დრონების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეაში გააგზავნეს პირველადი დახმარების ამანათები და ფლაერები, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს აკრიტიკებდნენ

ჩრდილოეთ კორეა ამანათების გაგზავნაში სამხრეთ კორეის არმიას ადანაშაულებს. საპასუხოდ ფხენიანმა დრონების გამოყენებით უკვე რამდენჯერმე გაუშვა ნაგვით სავსე ბუშტები სამხრეთ კორეაში. 

 

კომენტარები