მედიკოსების ინფორმაციით, ცენტრალური ისრაელის ბინიამინას სამეზობლოში ჰეზბოლას მიერ გაშვებული დრონის იერიშის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოთხი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ხუთის ვითარება სერიოზულია, ხოლო 14-ს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
თავდასხმის შემდეგ, დაჭრილების ევაკუაციაში სასწრაფო დახმარების მანქანები და ქვეყნის საჰაერო ძალების ვერტმფრენები იღებდნენ მონაწილეობას. ამ დროისთვის ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ისრაელური მედია Channel 12-ის ინფორმაციით, ორი დრონი ისრაელის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ერთ-ერთი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, თუმცა მეორეს განეიტრალება ვერ მოხერხდა.





