არჩევნები 2024

დათუნაშვილი: მთავრობის ფორმირებაზე ივანიშვილის დამარცხების შემდეგ უნდა ვისაუბროთ

ვაფასებთ პრეზიდენტის როლს როგორც ევროინტეგრაციის საქმეში, ისე ოპოზიციის გაერთიანების საქმეში. დღეს ძლიერი საქართველო სრულად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ 26 ოქტომბრის არჩევნებში და ამის შემდგომ ეტაპზე კი, რა თქმა უნდა, სწორი იქნება მთავრობის ფორმირებაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ეს არჩევანი ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს და არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ამიტომ, ქართველი ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს. 

თქვა ძლიერი საქართველოს წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ დოკუმენტის არა მხოლოდ "სულისკვეთების", არამედ "მისი ყოველი სიტყვის" მიმართ ერთგულება დაადასტურონ. მისივე თქმით, პარტიებს შეუძლიათ თავიანთი ხელმოწერა უკან წაიღონ. 

კომენტარები