არჩევნები 2024

პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს

სალომე ზურაბიშვილი
IPN

პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს. 

"ვაპირებ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, რომელიც საზოგადოებისთვის 26 მაისს მქონდა წადრგენილი. [...] არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს წარდგენილიო ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგაოდებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის კონტროლის ქვეშ" - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ის ელოდება ქარტიაზე ხელმომწერი პარტიებისგან, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ქართული ქარტიის მიმართ ერთგულება. 

"დრო არის, რომ პარტიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ამ ქარტიის არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგულნი, არამედ მისი ყოველივე სიტყვის იმიტომ რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე იყოს გაუგებრობა, სტაბილურობა ამ ქვყენის არის ამაზე დამოკიდებული, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ, იმ დროს, როცა ამ ოთხ პარტიას შორის არის წარსული, ჯერ არ არის შექმნილი ის, რაც დარწმუნებული ვარ, შეიქმნება პარლამენტში, ურთიერთნდობა. მანამდე, საჭირო არის ითქვას გარკვეულად, ვინ დგას ამ ქარტიის უკან. 

ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ველოდები, რომ პარტიებმა დაადასტურონ, ეთანხმებიან თუ არა. ვინც არ ეთანხმება, შეუძლიათ წაიღონ უკნა ხელმოწერა" - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები