ემიგრაცია

IDFI: 2022-2023 წლებში, საქართველოში რუსეთის 73 000 მოქალაქე დარჩა საცხოვრებლად

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)-ს თქმით, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022-2023 წლებში საქართველოში რუსეთის 73.7 ათასი მოქალაქე დარჩა საცხოვრებლად

არსებული მონაცემებით, ბოლო 10 წელში (2014-2023) ემიგრაციაში 815, 608 საქართველოს მოქალაქე წავიდა - IDFI-ის ცნობით, ქვეყანაში დაბრუნდა 265 ათასით ნაკლები (555,919) საქართველოს მოქალაქე.

"2022-2023 წლებში ემიგრაციაში წავიდა 118 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე ვიდრე დაბრუნდა უკან სამშობლოში. ამავე დროს საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 73.7 ათასი რუსეთის მოქალაქე.

2023 წელს ემიგრაციაში წასული 163,480 საქართველოს მოქალაქიდან 70% (114 438)   30 წლამდე ასაკისაა, მათ შორის 43% (70,003) 15 წლამდე ბავშვია.  

გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში ცხოვრობდა საქართველოში დაბადებული 861,077 პირი.  არსებული დინამიკის გათვალისწინებით მათი რიცხვი 2024 წელს მილიონამდე გაიზრდება". - წერია IDFI-ს განცხადებაში

კომენტარები