ემიგრაცია

კობახიძე: სადაც არის ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები

მთლიანობაში, არავითარი არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე საზღვარგარეთ დაფიქსირებულ ხმებს, ამიტომ ეს არ არის აქ მთავარი. რაც შეეხება ცვლილების საფუძველს, მნიშვნელოვანი საფუძველი არის რა, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ამ კუთხით არის ერთი რამ ხაზგასასმელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში ექვემდებარება უცხო იურისდიქციის გავლენას. მნიშნელობა არ აქვს ეს ხდება რუსეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში თუ ლიხტენშტეინში. ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანი თუ ცხოვრობს კონკრეტულ სახელმწიფოში, ის ექვემდებარება სხვა იურისდიქციის გავლენას, რასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმით კონკრეტული გამოხატულება და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ სხვადადხვა მიმართულებით. მათ შორის, ჩვენ ვხედავთ ზოგადად, რომ სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩვნებში ჩარევას. ასეთ პირობებში შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადნი არიან ასეთი გავლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, ზოგადი მიდგომა უნდა იყოს ეს, რომ სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები.

და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი, დაკავშირებულია ინფორმირებულ არჩევანთან. ნებისმიერმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და ამაში იგულისხმება რა, შენ უნდა გქონდეს სრული ინფორმაცია, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭო უპირატესობა საარჩევნო სუბიექტს. ნებისმიერი ადამიანი იღებს სხვადასხვა ფორმით ინფორმაციას. ერთერთი საშუალება ინფორმაციის მიღების არის მედია, სოც. მედია, საიდანაც ნებისმიერი ადამიანი იღებს გაფილტრულ ინფორმაციას, ნებისმიერი ინფორმაცია ექვემდებარება ინტერპრეტაციას, შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილსინდისიერი მედია, მაგრამ მისი გავლით მიღებული ინფორმაციაც კი არის ინტრეპრეტირებული და გაფილტრული. მითუმეტეს, თქვენ იცით რომ ქვეყანაში არის სხვადასხვა მედია და მათი სარედაქციო პოლიტიკა არის ერთმანეთისგან განსხვავებული. არის კიდევ სოც. მედია, სადაც ათასგვარ ფილტრს გადის ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია და საბოლო ჯამში, ძალიან რთულია.

[...] შეიძლება არ იყოს საუბარი კონკრეტული ინდივიდის დაშინებაზე. მაგრამ შენ როდესაც ცხოვრობ სხვა ქვეყანაში, ბუნებრივად ხარ გავლენის ქვეშ იმ იურისდიქციის. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება თუნდაც ჰქონდეს ადამიანს იმის შიში, რომ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური პრეფერენციის გამოვლენის შემთხვევაში, მას არ გაუგრძელდება შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, ან სამსახურში ვერ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. თქვენ გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ აწეული იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ საელჩოში ხელისუფლების მხარდამჭერ ადამიანებს არ აძლევდნენ ვიზას, კამპანია ჰქონდათ აწეული ოპონენტებს. აქედან ძალიან მარტივად ჩანს, რომ უცხოურ იურისდიქციას ძალიან მატივად შეიძლება დაექვემდებაროს ადამიანი. ამ დროს, როდესაც შენი ქვეყნის საკითხებზე აკეთებ შენ არჩევანს, მთლიანად უნდა იყო თავისუფალი უცხოური იურისდიქციის გავლენისგან.

რაც შეეხება ინფორმირებულობას. არსებობს გაფილტრული წყაროები ინფორმაციის - ეს არის მათ შორის, მასმედია, თუნდაც როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებისგან იღებს ადამიანი ინფორმაციას, ესეც კი არის გალიფტრული. ინფორმაციის ყველაზე სუფთა წყარო არის ის გარემო, სადაც ცხოვრობ. რა თქმა უნდა, ყველა ინარჩუნებს საარჩევნო ხმის უფლებას, მაგრამ მნიშვნელოვანია რა, რომ თუნდაც ერთი დღით, ესეც კი საკმარისია, ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი, რა გარემოა და ამის შემდეგ უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აჭარის ტელევიზიაში.

კომენტარები