საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვრის ჯგუფურად, უკანონო გადმოკვეთის ფაქტზე უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკიოდან სარფის სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, სატვირთო მანქანაში დამალვის გზით ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული ს.ქ. 1997 წელს დაბადებული ბ.ქ. 1997 წელს დაბადებული ჰ.ჩ. და 2001 წელს დაბადებული ფ.ჩ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს". - წერია უწყების განცხადებაში
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს.





