დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

IDF-მ საჰაერო იერიშისას პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტერორისტული უჯრედის მეთაური მოკლა

ტულკარმის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშის შედეგად მოკლული ტერორისტების იარაღები და ნივთები
IDF-ის სპიკერი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტულკარის ტერიტორიაზე ნურ შამსის ბანაკში პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტერორისტული უჯრედის მეთაური, მუჰამედ აბდულა საჰაერო იერიშისას მოკლეს

მანამდე, აბდულას წინამორბედი, მუჰამედ ჯაბერი, აგვისტოში ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლის დროს მოკვდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, აბდულას ტერიტორიაზე ჯგუფის აქტივობების, მათ შორის "მრავალი თავდასხმის" ორგანიზება ევალებოდა.

IDF-მ აბდულასთან ერთად მეორე ტერორისტიც მოკლა, რომელიც არ დაუსახელებიათ.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმისა და ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე დრონების, მოიერიშე ვერტმფრენებისა და რეაქტიული თვითმფრინავების გამოყენებით 70-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა. 

კომენტარები