რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსულ ნავთობბაზაზე ხანძარს მე-5 დღეა ვერ აქრობენ

ფეოდოსიის ნავთობბაზა
Unian

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ფეოდოსიის ნავთობბაზაზე ხანძარი მეხუთე დღეა მძვინვარებს.

7 ოქტომბერს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა

დრონების დარტყმის შედეგად არ აფეთქდა, მაგრამ დაზიანდა ერთ-ერთი მსხვილი ცისტერნა, მოხდა ნავთობის გადმოღვრა და გაჩნდა ხანძარი.

იერიშის შემდეგ ნავთობბაზაზე დაწყებულ ხანძარს მაშველები დღემდე ვერ აქრობენ. პირველ დღეს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

რუსეთის მტკიცებით იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინული მედია Unian ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ნავთობბაზაზე ხანძარი ჩანს.

კომენტარები