რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა

ხანძარი ფეოდოსიის ნავთობბაზაზე
Unian

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში რუსულ ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

"ფეოდოსიის ნავთობბაზაზე ხანძარი, ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები". – წერს ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციის ე.წ. მრჩეველი ოლეგ კრიუჩკოვი.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელის თქმით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.

მოგვიანებით ნავთობბაზაზე იერიში დაადასტურა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა:

"ფეოდოსიის ნავთობის ტერმინალი ყირიმში უმსხვილესია, რომელსაც რუსეთი საოკუპაციო ჯარის მომარაგებისთვის იყენებდა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით ყირიმის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა 12 უკრაინული დრონი გაანადგურა.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები