დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ბეირუთზე ისრაელის დარტყმის სამიზნე ჰეზბოლას საკოორდინაციო შტაბის ლიდერი გახდა

The Times of Israel-ის ცნობით, ბეირუთის ცენტრში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საჰაერო დარტყმების მთავარი სამიზნე ჰეზბოლას სამეკავშირეო და საკოორდინაციო განყოფილების ლიდერი, ვაფიქ საფა იყო.

საფას აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები 2019 წელს დაუწესა.

"როგორც ჰეზბოლას უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელი და ჰეზბოლას გენერალურ მდივანთან, ჰასან ნასრალასთან დაახლოებული პირი, საფა ლიბანის პორტებსა და სასაზღვრო პუნქტებს კონტრაბანდის გადასაზიდად და ჰეზბოლას სახელით მოგზაურობის გასაადვილებლად იყენებდა. ეს საფრთხის ქვეშ აყენებდა ლიბანის მოსახლეობას და ამასთან ერთად, იწვევდა ლიბანის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი საბაჟო გადასახადებისა და შემოსავლების დაკარგვას". - წერდა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი.

ებრაული გაზეთის, Yedioth Ahronoth-ის ცნობით, საფა ჰეზბოლას 100-ზე მეტი წევრისთვის უცხო ქვეყნების მოქალაქეობის მიღებას ცდილობდა. ჰეზბოლას ამ წევრებს არაბულ და დასავლურ ქვეყნებში "გრძელვადიანი მისიების" შესრულება ევალებოდათ.

Reuters-ის ცნობით, ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ დაადასტურა, რომ ბეირუთის ცენტრში ისრაელის თავდასხმის სამიზნე ჰეზბოლას მინიმუმ ერთ მაღალჩინოსანი გახდა.

კომენტარები