ევაკუაცია

Freeuni-სა და თავისუფალ სკოლაში სტუდენტებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და თავისუფალ სკოლაში სტუდენტებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. 

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ტაბულას ეუბნება, მათმა ერთ-ერთმა ლექტორმა მიიღო შეტყობინება თავისუფალი სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. იგივე მეილი თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის გარდა, სხვა სკოლებსაც ჰქონდა გაგზავნილი. მათივე თქმით, აღნიშნული შეტყობინება გამოგზავნილი იყო ელექტრონული ფოსტიდან, რომელიც mail.ru-თი ბოლოვდება. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. 

ტაბულა დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს. ცნობები მიღებისთანავე განახლდება. 

დღეს მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა თბილისის 41-ე საჯარო სკოლაშიც. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. 

კომენტარები