მანჩესტერის აეროპორტის მესამე ტერმინალზე ევაკუაცია გამოცხადდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში ევაკუაცია ტერმინალზე საეჭვო ჩანთის აღმოჩენის შემდეგ დაიწყეს. ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს.
"ტერმინალ 3-ზე აღმოჩენილი ჩანთის გამო, პოტენციური საფრთხისგან თავის ასარიდებლად ევაკუაცია მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყება", - აცხადებს აეროპორტის პრესსამსახური.
მესამე ტერმინალიდან ევაკუირებულ ხალხს პირველ ტერმინალზე გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევაკუაცია ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მესამე ტერმინალზეც გამოცხადდა. ევაკუაციის მიზეზი სახანძრო სირენების ამოქმედება იყო.