თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევაკუაციის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა, ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.
ტაბულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს. ცნობები მიღებისთანავე განახლდება.