ლონდონის ჰითროუს აეროპორტის მესამე ტერმინალზე ევაკუაცია გამოცხადდა. BBC-ის ინფორმაციით, აეროპორტში ევაკუაცია სახანძრო სირენების ამოქმედების გამო დაიწყო. ევაკუაციის შესახებ თავად აეროპორტმაც გაავრცელა განცხადება:
"ტერმინალ 3-ზე სახანძრო სირენის შემდეგ ევაკუაცია გამოცხადდა. ჩვენ მომხდარ ფაქტს ვიძიებთ და უახლეს მომავალში შემოგთავაზებთ ახალ ინფორმაციას".
მგზავრები ევაკუაციის ფოტოებს Twitter-ის მეშვეობით ავრცელებენ:
ტაბულა აეროპორტის ევაკუაციის შესახებ უახლეს ინფორმაციის შეტყობისთანავე შემოგთავაზებთ.