2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ილონ მასკის თქმით, პენსილვანიაში ტრამპის საარჩევნო ყრილობას დაესწრება

ილონ მასკი და დონალდ ტრამპი, თეთრი სახლი, 2017 წელი.
CNBC

ილონ მასკი გეგმავს, დაესწროს დონალდ ტრამპის საარჩევნო ყრილობას, რომელიც ბატლერში, პენსილვანიაში გაიმართება. ეს არის ადგილი, სადაც სცადეს დონალდ ტრამპის მკვლელობა ივლისში.

"იქ ვიქნები მხარდასაჭერად" - ასე უპასუხა მილიარდერმა ტრამპის პოსტს X-ზე.

13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა. 

პენსილვანიის შემდეგ 15 აგვისტოს ფლორიდაში ტრამპის გოლფის მოედნის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღით სროლა მოხდა, რაც FBI-ის თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მეორე მცდელობა იყო. 

ინციდენტის დროს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იარაღის გასროლის შემდეგ მოედანი მყისიერად დაიკეტა.

კომენტარები