ყაჩაღობა

ბაღდათში, სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს

Tabula

ბაღდათში, სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით, 3 ნიღბიანი ადამიანი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფიზიკური დაზიანებების კლინიკაშია გადაყვანილი. მედიის ცნობითვე, წაღებულია 10 000 ლარი და ძვირადღირებული ნივთები. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძება დაიწყო სსკ-ს 179-ე, ყაჩაღობის მუხლით. 

კომენტარები