თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, კაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. ინფორმაცია თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.




