Wizz air -ის თქმით, საიტზე ცვლილებები და ფრენების გაუქმება ტექნიკურ პრობლემას უკავშირდება, ისინი მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად და გაუქმებული ფრენების აღსადგენად.
"გვაქვს ტექნიკური პრობლემა, რომელიც აისახება ჯავშნებზე, შესაბამისად, შესაძლოა შეამჩნიოთ ცვლილებები საიტზე, აპლიკაციაზე ან მიიღოთ ამასთან დაკავშირებული მეილები, გთხოვთ ყურადღება არ მიაქციოთ ამ ცვლილებებს და თავად დაგიკავშირდებით განახლებული ინფორმაციით, როგორც კი პრობლემას გადავჭრით". - წერს ავიაკომპანია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air-ის ფრენები რამდენიმე მიმართულებით დღეს, 3 ოქტომბერიდან აღარ იძებნება.