ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air-ის ფრენები რამდენიმე მიმართულებით სავარაუდოდ გაუქმდა. ფრენები აღარ იძებნება ოქტომბერსა და ნოემბერში, პოზნანის, კოპენჰაგენის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, რიგის და ათენის მიმართულებებზე. ასევე, ოქტომბრის თვეში - ვროცლავის მიმართულებაზე. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ტაბულა დაუკავშირდა ქუთაისის აეროპორტს და Wizz air-ს, მათი თქმით, ინფორმაცია ფრენების გაუქმების შესახებ გადაგზავნილია ავიაკომპანიის სათაო ოფისში და ელოდებიან პასუხს.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ უახლოეს პერიოდში ჩანიშნული ფრენების გაუქმების შესახებ ბევრს მეილიც არ მისვლია.