3 ოქტომბრის დილით ისრაელზე დრონებით მიტანილ იერიშზე პასუხისმგებლობა იემენში ჰუსიტების პროირანულმა დაჯგუფებამ აიღო.
ჰუსიტების განცხადების მტკიცებით, მათ თელ-ავივში რამდენიმე დრონით "მნიშვნელოვან სამიზნეზე" წარმატებული იერიში მიიტანეს.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ცენტრალური ისრაელის სანაპიროს სიახლოვეს ერთი დრონი ჩამოაგდეს. IDF-ის თქმით, გარკვეული დროის შემდეგ ზღვის თავზე კიდევ ორი დრონი შენიშნეს, რომელთაგანაც ერთი ჩამოაგდეს, მეორე კი ღია სივრცეში დაეშვა.
მეორე შემთხვევის დროს ქალაქ ბათ-იამში განგაშის სირენები ისმოდა, თუმცა, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა და არც დაზიანების შესახებ გავრცელდა ცნობები.





