ირანის თავდასხმა ისრაელზე

IDF: ამ დროისთვის ირანიდან ისრაელის მიმართულებით დამატებითი საფრთხე არ არსებობს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი დანიელ ჰაგარი
IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ამ დროისთვის ირანიდან ისრაელის მიმართულებით დამატებითი იერიშის საფრთხე არ არსებობს, რითაც მიანიშნებს, რომ ირანის სარაკეტო იერიში დამთავრდა.

IDF-მა მოსახლეობას უკვე აცნობა თავშესაფრების დატოვების შესახებ.

"თავდაცვის დროს ჩვენ რამდენიმე [რაკეტა] გავანეიტრალეთ. ქვეყნის ცენტრსა და სამხრეთში იყო დარტყმების შემთხვევებიც". - ამბობს ჰაგარი.

მისი თქმით, "ამ დროისთვის [თავდასხმის] შეფასება მიმდინარეობს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს".

კომენტარები