დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ჰეზბოლას მტკიცებით, საზღვართან მდებარე ლიბანის სოფლებში ისრაელის ჯარზე იერიში მიიტანეს

Jalaa MAREY / AFP

ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას მტკიცებით, ლიბანში ისრაელის საზღვართან მდებარე სოფლებში ისრაელის სამხედროების გადაადგილებისას მათზე იერიში მიიტანეს

თუმცა, ისრაელის მიერ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ ჯერ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა. 

მანამდე, რამდენიმე დასავლურმა მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს.

მოგვიანებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისრაელმა აშშ-ს ლიბანში რიგი მცირემასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვის შესახებ შეატყობინა.

კომენტარები