ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ლიბანში მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ბეირუთში საჰაერო იერიშებს აგრძელებს და ქალაქის სამხრეთ გარეუბანში, დაჰიეში, იერიში მიიტანა.
მანამდე, რამდენიმე დასავლურმა მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს.
მოგვიანებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისრაელმა აშშ-ს ლიბანში რიგი მცირემასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვის შესახებ შეატყობინა.





