დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Reuters: ლიბანის არმიას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში პოზიციებიდან ჯარები გაჰყავს

ლიბანის არმიას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რამდენიმე პოზიციიდან ჯარები გაჰყავს. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მაცხოვრებლებზე და უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის არმიის სპიკერი გავრცელებულ ცნობას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

მანამდე, რამდენიმე დასავლურმა მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს.

მოგვიანებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისრაელმა აშშ-ს ლიბანში რიგი მცირემასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვის შესახებ შეატყობინა.

კომენტარები