ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბუჩამდე იყო აფხაზეთი - ფილმის ჩვენება და დისკუსია საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში

27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა უმასპინძლებს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და დისკუსიას - "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებსა და ქართველების მიმართ ჩადენილ გენოციდს შეეხება. 

ღონისძიებას გახსნიან საფრანგეთის ყოფილი და ახალი ევროპის მინისტრები ნატალი ლუაზო და ბენ ჰადადი. 

ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს პარტია ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია. 

ღონისძიებას დაესწრებიან საფრანგეთის პოლიტიკური საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატები, ჟურნალისტები და საქართველოთი დაინტერესებული პირები.

დოკუმენტური ფილმი „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება. 

საფრანგეთის პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიება ნაწილია კამპანიისა ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება. 

კომენტარები