ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე მოწვევის გაუქმებას გამოეხმაურა.
ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, 25 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.
გია ვოლსკი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას "პოლიტიკურ დემარშად" აფასებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი არაა.
"რასაკვრიველია, ეს არის პოლიტიკური დემარში - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გადადგა ეს ნაბიჯი და რასაკვირველია, მისი ინტერესი გამოიხატა კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ნაცმოძრაობა დაუბრუნდეს და მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული.
პულსი აღარ ესინჯება კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მისი დახმარებისთის, ეს ნაბიჯი გადაიგდა.
[…] ეს არის ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ესალმებიან მაშინაც კი, თუ ბრძოლის ველზე არიან დაპირისპირებულები.
ჩვენი პოლიტიკის შედეგი არ არის". - თქვა ვოლსკიმ.