ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე თქვა, რომ თეირანი რუსეთს რაკეტებს არ აწვდის:
"შესაძლოა წარსულში ასეთი რამ ხდებოდა. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მას შემდეგ რაც თანამდებობა დავიკავე (2024 წლის 30 ივლისი) რუსეთისთვის რაკეტები არ მიგვიწოდებია".
გარდა ამისა, ფეზეშქიანმა გამოთქვა სურვილი მოლაპარაკებები გამართოს დასავლეთთან რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე.
"ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებთან და ამერიკელებთან. ჩვენ არასდროს ვუჭერდით ხმას რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ". – ამბობს ფეზეშქიანი.
დასავლური მედიის ინფორმაციით ირანმა რუსეთს 200-ზე მეტი ფატხ-300 ტიპის ბალისტიკური რაკეტა გადასცა.