აშშ-ის არჩევნები 2024

ტრამპის თქმით, თუ არჩევნებში ვერ მოიგებს, ეს ნაწილობრივ ამერიკელი ებრაელების ბრალი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ კამალა ჰარისი არჩევნებს მოიგებს, ისრაელი, სავარაუდოდ, ორ წელში აღარ იარსებებს. 

ისრაელ-ამერიკული საბჭოს ეროვნულ სამიტზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ეს ნაწილობრივ ამერიკელი ებრაელების ბრალიც იქნება. 

"თუ არ გავიმარჯვე ამ არჩევნებში, რაშიც ებრაელების დიდი წვლილი იქნება, რადგან მათი 60% მტერს უჭერს მხარს - ისრაელი, ჩემი აზრით, ორი წლის მანძილზე შეწყვეტს არსებობას" 

ტრამპი საუბრობდა გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც ამერიკელი ებრაელების 60% კამალა ჰარისს უჭერს მხარს. 

კომენტარები